0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

სალათის ფურცლების სასარგებლო გავლენა კუჭ-ნაწლავზე

სალათის ფურცლების სასარგებლო გავლენა კუჭ-ნაწლავზე

♻️ბევრი სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, სალათა შეიცავს პექტინს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. ⚜️მწვანე სალათის ფურცელი კარგი საშუალებაა ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი.

💯სალათის ფურცლები სასარგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით.

💯სალათის ფურცლებში შემავალი ნივთიერებები აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე მინერალური მეტაბოლიზმის პროცესებში და მრავალი ორგანოს სტაბილიზებულ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.💯✨
♻️✨განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების მიღება ორსულობის დროს. ⚜️ამ დროს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეების განვითარება, 🆘ფსიქიკის მოშლა.

🆘ეს მჟავა ასევე უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, 💯აუმჯობესებს მადას,

💯ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. 💯როცა ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავას ნაკლებობას, მცირდება სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც.💯✨
♻️✨სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. 💯სალათა, ასევე, შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ✨თერმული დამუშავების დროს ეს ვიტამინი კარგავს ღირებულ თვისებებს. 💯თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს თქვენი ორგანიზმი კარგად შეითვისებს. 💯ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას ორგანიზმში, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად.⚜️✨♻️

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword