🌱1. “მატჩა” გვეხმარება სხეულის მეტაბოლიზმის გაზრდაში და კალორიების უფრო ეფექტურად დაწვაში.
🌱2. “მატჩა” გამოირჩევა ანტიოქსიდანტების სიმრავლით, რომლებიც ანეიტრალებენ ჩვენს ორგანიზმში უჯრედების თავისუფალი რადიკალების დაზიანებას. ამ ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება პოლიფენოლი, ქლოროფილი, კატექინები და ვიტამინები, რომლებიც თქვენს კანს, თმასა და ფრჩხილებს ჯანმრთელ, კაშკაშა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებენ.
მატჩას” ყოველდღიური მოხმარებით თავიდან აიცილებთ ნაოჭების წარმოქმნას, შეინარჩუნებთ კანის ჯანსაღ ფერს.
🌱4. “მატჩა” ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას.
🌱5. “მატჩას” აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
🌱6. “მატჩაში” შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას, არასასიამოვნო სუნს და კარიესის განვითარებას.
🌱7. “მატჩა” ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების დაზიანების შედეგების შემცირებას. ის მდიდარია კატექინებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც კანს იცავს ექსტრემალური ამინდის პირობებში, მშრალი ქარისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან.
🌱8. “მატჩა” შეუცვლელია სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მათ შორის, სიმსივნის. “მატჩა” ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები. “მატჩას” ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის პორცია.
🌱9. “მატჩა” ახდენს წნევის ნორმალიზებას. ეს ჩაი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახდენს არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის ნორმალიზებას. “მატჩა” ასევე ამცირებს ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს სისხლში, ხელს უშლის დიაბეტის წარმოქმნის რისკს. “მატჩა” 40%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში.
🌱10. ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო მატჩა ხელს უწყობს ქიმიური ტოქსინების გამოდევნას და მნიშვნელოვნად ამცირებს რადიაციის უარყოფით ზემოქმედებას. “მატჩა” ებრძვის სტრესს და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.