ცხვირიდან სისხლდენისას თავს თუ უკან გადავწევთ, სისხლი ხახის უკანა კედელზე ჩაედინება და გადაგვეყლაპება, რაც პირღებინებას და სისხლდენის გაძლიერებას გამოიწვევს. შესაძლოა, სისხლი სასუნთქ გზებშიც გადაგვცდეს.
თუ ცხვირიდან სისხლი მოგდით, თავი, პირიქით, ოდნავ წინ დახარეთ, ცხვირის ფუძესთან ყინული მიიდეთ და ხუთიოდე წუთის განმავლობაში მაგრად მოიჭირეთ თითები ნესტოებზე – ისე, რომ ნესტოები მაგრად მიებჯინოს ცხვირის ძგიდეს.
ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე და სისხლდენა უმეტესად წყდება.