0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

კოენზიმ Q10

კოენზიმ Q10

 120

კოენზიმ Q10 არის ადამიანის ყველა უჯრედში. ის თამაშობს მთავარ როლს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში, რომლებიც ხდება მიტოხონდრიებში. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი ამ ნივთიერებას შეიცავს დაახლოებით 1 გრამს. მისი დეფიციტი აფერხებს უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას. ორგანიზმი ამ ნივთირებას თავად გამოიმუშავებს, მაგრამ მის გამოსამუშავებლად საჭიროა ვიტამინები B1, B2, B6, C და ფოლიუმის და პანტოთენის მჟავა. თუ აქ ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ორგანიზმს რომელიმე აკლია, მაშინ ორგანიზმი კოენზიმ Q10 – ს ვეღარ გამოიმუშავებს. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ – ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ – ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. კოენზიმ Q 10-ის წარმოქმნა ორგანიზმში 20 წლის ასაკის შემდეგ კლებულობს

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტიოქსიდანტი;
ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს;
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
იცავს უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან;
ATP(დენოზინტრიფოსფორმჟავა — უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით უზრუნველყოფის უშუალო წყარო);
აძლიერებს იმუნიტეტს;
ხელს უწყობს გულსისხძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
Muscle Care – Coenzym Q10 – მიღების წესი და დოზირება:

მიიღეთ 1-2 აბი დღის განმავლობაში.

გაფრთხილება

არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “კოენზიმ Q10”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Select your currency

Enter your keyword