ვერ გეტყვით რამდენი კითხვა მომდის ამ თემაზე და რამდენი დათრგუნული გოგოს კომენტარი, ციკლის დროს გავსუქდი და რა მეშვლებაო.
მენსტრუალური ციკლის დროს და ციკლამდე რამდენიმე დღით ადრე, სასწორმა შეიძლება გაჩვენოთ 2-3 კგით მეტი,
მაგრამ ეს არ ნიშავს იმას, რომ გასუქდით და 2კგ ცხიმი 2 დღეში დაგედოთ.
2 კგ ცხიმის დადებას 20. ჰამბურგერი და 2 პიცა ჭირდება,
რამდენიმე დღე გადაბმულად ჭამით.
ახლავე აგიხსნით რაშია საქმე, როდესაც ქალი ციკლის მოლოდინშია, რამდენიმე დღით ადრე ჰორმონ ესტროგენის დონე ძალიან მაღლა იწევს,
რაც ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს,
ხოლო ციკლის მოსვლის შემდეგ ასევე იწევს პროჯესტერონი,
რაც ასევე წყლის შეკავებას,
მკერდის გამაგრებას
და ზრდას
და შებერილობის შეგრძნებას გვიტოვებს,
ამას გარდა გვაქვს უფრო გამძაფრებული მადა
და ტკბილ-მარილიანის მიღების სურვილი,
რაც ასევე წყლის შეკავების წინაპირობაა.
ეს ყველაფერი ერთად არის ის 2-3კგ რომელიც არამც და არამც არაა ცხიმი და როგორც კი ციკლი ჩაივლის ძველ წონას დაუბრუნდებით.
ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება, ნუ აიწონებით ციკლამდე და ციკლის დროს, რათა ისედაც საკმაოდ სენსიტიური რამდენიმე დღე, უფრო ემოციური არ გახდეს თქვენთვის