ჯანმრთელობის “მწვანე ელექსირი” – რა არის ჩაი “მატჩა” და რისთვის სვამენ მას
თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევა და ასევე გსურთ, რომ სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე
2019-08-302019-08-302019-08-30მოწესრიგებული გქონდეთ, ამაში მედიკამენტების გარდა ჩაი – “მატჩა” დაგეხმარებათ. მეტიც, ამ ჩაის რეგულარული მოხმარება არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს მოგიწესრიგებთ, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებაშიც შეგიწყობთ ხელს.
ცნობისათვის, “მატჩა” არის იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაი. მისი ისტორია ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით მე-9 საუკუნიდან იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10-11 საუკუნეში ის პოპულარული უკვე ჩინეთშიც გახდა. იაპონიაში დღესაც ჩაის საზეიმო რიტუალი სწორედ “მატჩას” ჩაით ტარდება. “მატჩა” დღეს პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მას თამამად შეიძლება ჯანმრთელობის მწვანე ელექსირიც ეწოდოს.
იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სამკურნალოდ და ასევე პროფილაქტიკისთვის გამოიყენება “მატჩა”, საკმაოდ გრძელია. მას სვამენ არა მხოლოდ სიჯანსაღისა და სილამაზისთვის, არამედ მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, არტერიული წნევის მოწესრიგებისთვის და ა.შ.
მეტი სასარგებლო ინფორმაციისთვის “მატჩას ჩაიზე” მოიწონეთ პოსტი და დააკომენტარეთ