მიზეზები
ექსპერტებმა ზუსტად არ იციან რა იწვევს კბილების კრაჭუნს (ბრუქსიზმს, როგორც მას სტომატოლოგები უწოდებენ).
შესაძლოა, ეს იყოს შფოთვის,
ტკივილის,
მალოკლუზიის (კბილების ან ზედა და ქვედა ყბის არასწორი განლაგება) გვერდითი ეფექტი.
ასევე, გასათვალისწინებელია სუნთქვის პრობლემები,
მაგალითად გაჭედილი ცხვირი ან ალერგია.
და ზოგჯერ მახვილა ჭიაა „დამნაშავე“.
კბილების კრაჭუნი არ არის იშვიათი იმ ჩვილებში, რომლებსაც პირველი კბილები ამოსდით, დაახლოებით 5-6 თვის ასაკში.
ეს ასევე ხშირია ბავშვებში, რომლებიც იცვლიან სარძევე კბილებს, დაახლოებით 6 წლისთვის.
ბავშვების დაახლოებით 38% კბილებს აკრაჭუნებს.
ჩვევის დაწყების საშუალო ასაკი დაახლოებით 3.5 წელია, ხოლო გადაჩვევის 6 წელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ეს ჩვევა.
კბილების კრაჭუნი უფრო მეტად დამახასიათებელია ღამით, თუმცა ზოგიერთი დღისითაც აკრაჭუნებს, განსაკუთრებით ახალი კბილების შეჩვევის დროს.
როგორც წესი, კბილების კრაჭუნი უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ზიანის მომტანი.
ბავშვების უმეტესობას არ უზიანდება კბილები ამ ჩვევით და იოლად ივიწყებენ, თუ ამაზე ყურადღებას არ გაუმახვილებენ უფროსები.
თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ, როდის შეწყვეტს ბავშვი ამ ქცევას. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ მას აქვს მშვიდი ძილისთვის საჭირო რუტინა და არ აწუხებს რაიმე ტკივილი.