0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

თანხის დაბრუნება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა კომპანიის ცენტრის მიზეზით.

თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე  წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, კომპანია ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას.

თუ მომსახურების გაწევისას კომპანია დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 5 დან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

პროდუქტის უკან დაბრუნების პოლიტიკა

1.1 პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღებიდან 10 სამუშაო მანძილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი არაა გახსნილი, დაზიანებული ან გამოყენებული.

1.2 პირველ რიგში საჭიროა, დაგვიკავშირდეთ და განაცხადოთ მიზეზი რის საფუძველზეც ხდება პროდუქტის უკან დაბრუნება.

1.3 იმ შემთხვევაში თუ ზედა კრიტერიუმების განხილვის შემდეგ კომპანია მიიღებს პროდუქტის უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას,თქვენ დაგიბრუნდებათ  უკან თანხა.
თანხის უკან დაბრუნება მოხდება საბანკო გადარიცხვით 2-3 სამუშაო დღის შუალედში კლიენტის  საბანკო ანგარიშზე.

Select your currency

Enter your keyword