0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

ტუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე

ტუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე

💋 💚 💋 💚 💋 💚 💋 💚

💁‍♂️ჯანსაღი, ნაზი, რბილი ტუჩები ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ–ერთი ნიშანია ისევე, როგორც პრიალა თმა, ძლიერი ფრჩხილები და ჯანმრთელი კბილები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნახეთქები ხანდახან საკმაოდ ღრმა და მტკივნეულია; ნაპრალებში დარჩენილი პომადის ნაკვალევი ხომ არაესთეტიურია.

💁‍♂️ტუჩის კანი ძალიან ნაზია, თხელი და მასზე ცხიმები თითქმის არ გამოიყოფა კანის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ამიტომაც ის მიდრეკილია გამოშრობისკენ.

📌 რა იწვევს კანის გამოშრობას:
✅ პირით სუნთქვა. განსაკუთრებით სიცივეში, ხელს უწყობს ტუჩის კანის გამოფიტვას.
✅ ტუჩების ხშირი ლოკვა. ეს მავნე ჩვევაც ძალიან აშრობს კანს.
✅ ისევ და ისევ მავნე ჩვევა – ტუჩების კვნეტა, წიწკვნა..
✅ გარემო: მზე, მშრალი ჰავა, სიცივე, ქარი.
✅ ამქერცლავი საშუალებების (სკრაბს ვგულისხმობ) გადაჭარბებული ხმარება .
☝️არ იხმაროთ სახის სკრაბი, თუ მაინცდამაინც, სპეციალური ტუჩის ნაზი სკრაბი შეიძინეთ და ისიც, მაქსიმუმ, კვირაში ერთელ იხმარეთ.
✅ დიახ, სიგარეტიც!
✅ უხარისხო ტუჩის საცხი და ალერგიული რეაქცია მასზე.
✅ სამწუხაროდ ასაკთან ერთად გამოშრობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს ტუჩის კანსაც. ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

📌 რა უნდა ვქნათ იმისთვის რომ ტუჩები არ დაგვისკდეს:

✅ ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე ყველა ვხვდებით, რომ არ უნდა ავილოკოთ ხშირად, ვჭამოთ, ვწელოთ, ვძაძღოთ, ვიკვნიტოთ ტუჩები. არც გამხმარი კანები მოვიწიწკნოთ, ასე შეიძლება სისხლიც გამოვიდნოთ. თუ ძალიან გაწუხებთ ჯობია, დავალბოთ და ისე მოვიშოროთ.

✅ ცხვირით ისუნთქეთ, რადგან ის ღმერთმა სწორედ ამისთვის მოგვცა.

✅ ყოველთვის იხმარეთ ტუჩის დამარბილებელი ბალზამი სიცივეში გარეთ გასვლის წინ, ტუჩის ფერადი საცხის ქვეშ.
☝️არასოდეს დაიტოვოთ ტუჩის საცხი (ზოგადად კოსმეტიკა) ღამე, მოიშორეთ და ძილის წინ დაიტენიანეთ. კარგი იქნება თუ დატენიანება დღეში 2–3–ჯერ მაინც მოხდება: ძილის წინ და დილით აუცილებლად.

✅ სვით ბევრი წყალი. ეს „შიგნიდან“ ატენიანებს ტუჩებს და, ზოგადად, ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა. ასევე, იკვებეთ ვიტამინებით მდიდარი საკვებით; ტუჩის დახეთქვის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც შეიძლება იყოს.

📌 ზოგჯერ მხოლოდ ბალზამი უძლურია, ერთი–ორი შინაურული რეცეპტი განსაკუთრებით პრობლემური ტუჩებისთვის:

✅ შავი ჩაის პაკეტი ჩადეთ თბილ წყალში, ოდნავ გაწურეთ და მიიჭირეთ ტუჩზე რამდენიმე წუთით. ეს ხელს უწყობს დატენიანებას; ან ჩაის ფერში დასველებული ბამბა.

✅ – თაფლი ❣️ ეს არის მართლა უებარი საშუალება,. იშოვეთ ნატურალური! თაფლი. სულ ოდნავ ჩააწეთ თითი და თხელი ფენა გადაისვით ტუჩზე. გაიჩერეთ რამდენ ხანსაც შეძლებთ, ჯობია დიდხანს არ მოიშოროთ.. თუ გაწუხებთ, ასე 10 წუთში მოიშორეთ რითიც გინდათ, მოიბანეთ.. მოშორების შემდეგ კი აუცილებლად დაიტენიანეთ ბალზამით.

✅ ქოქოსის ზეთი. კონკრეტულ მწარმოებელს ვერ გირჩევთ, რეიტინგებით იმსჯელეთ და ისე ამოირჩიეთ. წაისვით რამდენიმე წვეთი დღეში 3-4 ჯერ.

✅ კაკაოს ცხიმი. გაიჩერეთ 5-10 წუთი, ეს დრო აუცილებელია საჭირო რაოდენობის ცხიმის შესაწოვად.

გისურვებთ ბუნებრივ მომხიბვლელობას და ჯანმრთელობას 💚💋

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword