0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

როგორ აზიანებს ჯანმრთელობას კალორიების მთვლელი აპლიკაციები?

როგორ აზიანებს ჯანმრთელობას კალორიების მთვლელი აპლიკაციები?

♨️კალორიების მთვლელ აპლიკაციებს ხშირად დადებით ხელსაწყოდ განიხილავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. 💯✨ეს ფრაზა, ალბათ, თავადაც ხშირად გსმენიათ, თუმცა ნამდვილად ცოტას წერენ მის უარყოფით მხარეებზე. 💯✨ჩვენ კი ახლა სწორედ ამას განვიხილავთ — როგორ აზიანებს კალორიების მთვლელი აპლიკაციები ჩვენს ჯანმრთელობას, რა უნდა გავაკეთოთ თავის დასაცავად და როგორ ჩამოვაყალიბოთ მეტად ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენთვის საყვარელ კალორიების მთვლელ აპლიკაციასთან.💯✨

✨შესაძლოა, არაზუსტ მონაცემებს ეყრდნობოდეთ👇👇

💁‍♀️აპლიკაციას ხშირად მაკრო და მიკრონუტრიენტების ან კალორიების გამოსათვლელად იყენებენ, მაგრამ მიღებული მაჩვენებლები ხშირად არაზუსტია💯✨არაზუსტ მონაცემებზე დაყრდნობა კი კვების რაციონის შემუშავების დროს ნამდვილად არ გეხმარებათ, ამიტომ გამოიყენეთ ისინი ზოგად სახელმძღვანელოდ და არა, თქვენი კალორიების ზუსტი ოდენობის გამოსათვლელად.💯✨

✨2.კალორიების მთვლელმა აპლიკაციებმა ციფრებზე დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს👇👇

💁‍♀️იმ ფაქტის გამო, რომ ეს აპლიკაციები საკვებს კონკრეტულ ციფრებამდე ამცირებს, რეალურად ვეღარ ხვდებით, რითი იკვებებით და მხოლოდ საჭმლის კალორიულ ღირებულებას ხედავთ. 💯✨კვლევამაც აჩვენა, რომ სწორედ დიეტებისა და ფიტნესის აპლიკაციებს მივყავართ არასწორ კვების ქცევამდე… ხშირად მიღებული საკვების მონაცემებზე დაყრდნობითაც გვაწვდის გარკვეულ სიგნალებს, მაგალითად გვაფრთხილებს, „როგორები გავხვდებით, თუ ასე ჭამას მომდევნო 5 კვირის მანძილზე გავაგრძელებთ…“. ხოლო, როცა საკვებს უკვე ციფრებად აღიქვამთ, შიმშილის ბუნებრივ მოთხოვნილებასაც აიგნორებთ…💯✨

✨3.კალორიების მთვლელი აპლიკაციები შფოთვას იწვევს👇👇

💁‍♀️როცა ამ აპლიკაციების მიერ შედგენილ წესებს არ ემორჩილებით, თავს დანაშავედ და დასტრესილად გრძნობთ, შფოთვას განიცდით… პერფექციონიზმი კი რეალურ პრობლემად შეიძლება იქცეს… ხოლო, თუ კალორიების მთვლელი აპლიკაცია თქვენთვის პირდაპირ შფოთვას უკავშირდება და კალორიების განხილვის გარეშე საკვების არჩევაც გიჭირთ, მაშინ, აპლიკაციისგან შესვენების დროა. 💯✨

✨4.კალორიების მთვლელი აპლიკაციების გამოყენებას უარყოფით ქმედებებამდე მიჰყავხართ👇👇

💁‍♀️ხშირად ადამიანებს, რომლებიც ამ აპლიკაციებს ხშირად იყენებენ, სწამთ, რომ დღიურად მიღებული თუ დაწესებული კალორიების ოდენობა საჭიროზე მაღალია. 💯✨ეს კი დამატებით ვარჯიშსა და კალორიების წვას გვაიძულებს, რაც სერიოზული პრობლემაც შეიძლება გახდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი აპლიკაცია ამ კალორიებს აქტივობის მიხედვით ითვლის. 💯✨

✨5.კალორიების მიზნების მიღწევის გამო არაჯანსაღი კვების რისკის ქვეშ ხართ👇👇

💁‍♀️თუ გარკვეული ოდენობის კალორიების მიღებას ცდილობთ ან ნახშირწყლების, ცილებისა თუ ცხიმების დაბალანსებას, შესაძლოა, ძალიან დამუშავებული საკვების მიღება ამჯობინოთ, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ნივთიერებებს ნაკლებად შეიცავს. 💯✨ამან კონკრეტული საკვები ნივთიერებების დეფიციტამდე შეიძლება მიგიყვანოთ, ეს კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა💯✨

✨6..კალორიების მთვლელი აპლიკაციები ჯანმრთელობის არასწორ სურათს გვაწვდის👇👇

💁‍♀️მსგავსი აპლიკაციები ძირითადად წონისა და სხეულის ზომების მიხედვით აკეთებს გამოთვლებს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულ სურათს ნამდვილად არ გაძლევთ.💯✨

✨7. კალორიების მთვლელი აპლიკაციები წონაზე ფოკუსირდება და არა, ჯანმრთელობაზე👇👇

💁‍♀️სამწუხაროდ, აპლიკაციების უმეტესობა, ყველანაირი კონტექსტის გარეშე, კალორიებზე, მაკრონუტრიენტებზე, წონასა და სხეულის გაზომვებზე ფოკუსირდება. 💯✨წონა კი პირდაპირ ჩვენს ჯანმრთელობად არ ითარგმნება… მხოლოდ წონაზე დაყრდნობა აიგნორებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიცაა ძვლის სიმკვრივე, კუნთის მასა, რასობრივი განსხვავებები, გენეტიკა, ქრონიკული დაავადებები თუ მენტალური ჯანმრთელობა. 💯✨

⚜️როგორ გამოვიყენოთ უსაფრთხოდ კალორიების მთვლელი აპლიკაციები?👇👇

💁‍♀️პირველი, განსაზღვრეთ აპლიკაციის გამოყენების მიზნები — კალორიებზე ფოკუსირება გსურთ თუ დაბალანსებულ კვების რაციონზე? ხოლო, თუ მაინც კალორიების თვლას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს შესვენების უფლება მიეცით ხოლმე. 💯✨კარგი იქნება, აპლიკაციის გამოყენებისას ნებისმიერი უარყოფითი ეფექტის ჩამოწერაც. ხოლო, თუ თავს ცუდად იგრძნობთ, საერთოდ მის წაშლაზე დაფიქრდით ან უბრალოდ პერსონალური მხარდაჭერისთვის თქვენთვის სანდო მეგობრებს/ოჯახის წევრებს/პროფესიონალს გაესაუბრეთ💯✨

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword