0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

♻️თუთა ერთ-ერთი ყველაზე ყინვაგამძლე მცენარეა, რომელიც დიდ მზრუნველობას არ მოითხოვს. 💯✨ის გამორჩეულია თავისი წვნიანი, გემრიელი და არომატული ნაყოფით. 💯თუმცა, თუთის ფოთლები თავისი სასარგებლო თვისებებით ნაყოფს არ ჩამოუვარდება. 💯საინტერესო ფაქტია, რომ საუკუნეების წინ პროდუქტი ძალიან ფასობდა. 💯ჩინელები მას აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად იყენებდნენ. შედეგად კი, ეს მცენარე ჩინური აბრეშუმით ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. დღეს მის ფოთლებს სხვადასხვა გზით ვიყენებთ, ძირითადად როგორც დიეტური დანამატი.💯✨

♻️სულ სამი ტიპის თუთის ხეა – წითელი, თეთრი და შავი. 💯მათ სახელები ნაყოფის ფერის მიხედვით ეწოდა. ფოთლებს რაც შეეხება – მათ შორის უმნიშვნელო განსხვავებაა.💯✨

♻️თუთის ფოთლებს ტრადიციულ აზიურ მედიცინაში იყენებენ მისი სასარგებლო თვისებების გამო. 💯ბევრი მათგანი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. 💯მისი ძირითადი უპირატესობებია:

✨✨სისხლში შაქრის დონეს ამცირებს✨✨
✨თუთის ფოთოლი გამოიყენება ტრადიციულ აზიურ მედიცინაში დიაბეტის სამკურნალოდ. 💯
✨თუთის ფოთლის ექსტრაქტმა შეიძლება შეამციროს სისხლში გლუკოზის რეაქცია ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ✨

⚜️ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას👇👇

💁‍♀️თუთის ფოთლებს შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას💯✨
💁‍♀️დაადგინა რომ ფოთოლში არსებული ფენოლები და ფლავონოიდები ამცირებენ კარდიომეტაბოლურ რისკებს.💯✨

⚜️ეხმარება წონის დაკლებაში👇👇

💁‍♀️თუთის ფოთოლს პოტენციალი აქვს წონის კლების პროცესში და შეუძლია გაუმკლავდეს სიმსუქნეს💯✨ თუთის ფოთლის ექსტრაქტს უნარი აქვს შეამციროს სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული გართულებები. ეს მოიცავს პლაზმაში ტრიგლიცერიდის და ლიპიდების პეროქსიდაციის დონის შემცირებას და ამასთან, ხელს უშლის ღვიძლის სტატოზს (დაავადება, რომელიც ხასიათდება ღვიძლის სიმსუქნით).💯✨

⚜️ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს👇👇

💁‍♀️თუთის ფოთლის ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ორგანიზმში მცირდება ქრონიკული დაავადებების რისკი.💯✨თუთის ფოთლის ექსტრაქტი ხელს უწყობს ციტოკინების მსგავსი ანთებითი ნაერთების გავლენის შემცირებას. ამას შეუძლია ექსტრაქტი ეფექტური გახადოს ისეთი ქრონიკული დაავადებების და ანთებების წინააღმდეგ როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი, ფიბროზი და კიბო💯✨

⚜️გააჩნია ქიმიოპროდუქტიული პოტენციალი👇👇

💁‍♀️თუთის ფოთლებს დიდი ხანია იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.💯✨ მას შეუძლია ხელი შეუშალოს და მართოს სხვადასხვა ტიპის სიმსივნე.💯✨

✨✨როგორ მოვამზადოთ თუთის ფოთლის ჩაი?👇👇

♻️თუთის ფოთლის ჩაი მარტივია მოსამზადებლად. თქვენ მხოლოდ გამხმარი ფოთლები და ცხელი წყალი დაგჭირდებათ. თუთის ჩაი შეგიძლიათ სერტიფიცირებული სამკურნალო ბალახებით მოვაჭრისგან ან ინტერნეტით შეიძინოთ. ყიდვისას ორგანულ ბრენდებს მიანიჭეთ უპირატესობა.✨💯

თუთის ფოთლის ჩაის რეცეპტი👇👇

✨✨⚜️1 ჩ.კ. თუთის ფოთლის ჩაი ან თუთის ფოთლის 1 ჩაის პაკეტი
✨✨⚜️1 ფინჯანი წყალი
✨✨⚜️თაფლი ან ლიმონი გემოვნებით
მომზადება:👇

✨✨თუთის ჩაი საუკეთესოა მოამზადოთ 70 – 90 °C ტემპერატურაზე. ამისთვის აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 1 წუთის მანძილზე.
✨✨ჩაყარეთ ჩაის ფოთლები ფინჯანში და დაასხით ცხელი წყალი. ალტერნატიულად, შეგიძლიათ ჩაის პაკეტი ჩაუშვათ ცხელ წყალში.
✨✨დააყენეთ 3-5 წუთი.
✨✨თქვენი ჩაი მზად არის! თუთის ფოთლის ჩაის ყოველგვარი დანამატების გარეშე იღებენ. თუმცა, შეგიძლიათ სურვილისამებრ თაფლი ან ლიმონი დაუმატოთ.

💁‍♀️თუ თქვენი ჩაი ძალიან მაგარია, შემდეგში უფრო ცოტა ხნით დააყენეთ. გახსოვდეთ, რომ ჩაის პაკეტებით უფრო ნაკლები დრო სჭირდება, როდესაც მას ცხელ წყალში რამდენჯერმე ასველებთ.💯✨

🚫გაფრთხილება🚫👇👇

💁‍♀️ჩვენ არ გვაქვს ხანგრძლივი კვლევა თუთის ფოთლების ან ჩაის მიღების გვერდითი მოვლენებზე. თუმცა, ის საუკუნეების მანძილზე ჩინური ტრადიციული მედიცინის ნაწილია. და მაინც, მის მიღებას სიფრთხილით მოეკიდეთ. ფეხმძიმე ქალებმა და ბავშვებმა თავი უნდა შეიკავონ მოხმარებისგან. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თუთის ფოთლები ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. თუ მედიკამენტებს იღებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სანამ ჩართავთ მას თქვენს რაციონში.💯✨

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword