0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

⚜️რატომ აკრაჭუნებენ კბილებს ბავშვები?👇✨მიზეზები

⚜️რატომ აკრაჭუნებენ კბილებს ბავშვები?👇✨მიზეზები

ექსპერტებმა ზუსტად არ იციან რა იწვევს კბილების კრაჭუნს (ბრუქსიზმს, ✨როგორც მას სტომატოლოგები უწოდებენ). 💯შესაძლოა, ეს იყოს შფოთვის, ✨ტკივილის, ✨მალოკლუზიის (კბილების ან ზედა და ქვედა ყბის არასწორი განლაგება) გვერდითი ეფექტი. 💯ასევე, გასათვალისწინებელია სუნთქვის პრობლემები, ✨მაგალითად გაჭედილი ცხვირი ან ალერგია. 💯და ზოგჯერ მახვილა ჭიაა „დამნაშავე“.💯
✨კბილების კრაჭუნი არ არის იშვიათი იმ ჩვილებში, რომლებსაც პირველი კბილები ამოსდით, დაახლოებით 5-6 თვის ასაკში. ✨ეს ასევე ხშირია ბავშვებში, რომლებიც იცვლიან სარძევე კბილებს, დაახლოებით 6 წლისთვის.💯
⚜️ბავშვების დაახლოებით 38% კბილებს აკრაჭუნებს. ✨ჩვევის დაწყების საშუალო ასაკი დაახლოებით 3.5 წელია, ხოლო გადაჩვევის 6 წელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ეს ჩვევა.💯
✨⚜️კბილების კრაჭუნი უფრო მეტად დამახასიათებელია ღამით, თუმცა ზოგიერთი დღისითაც აკრაჭუნებს, განსაკუთრებით ახალი კბილების შეჩვევის დროს.💯
⚜️როგორც წესი, კბილების კრაჭუნი უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ზიანის მომტანი. ☺️ბავშვების უმეტესობას არ უზიანდება კბილები ამ ჩვევით და იოლად ივიწყებენ, თუ ამაზე ყურადღებას არ გაუმახვილებენ უფროსები.💯
⚜️თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ, როდის შეწყვეტს ბავშვი ამ ქცევას. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ მას აქვს მშვიდი ძილისთვის საჭირო რუტინა და არ აწუხებს რაიმე ტკივილი.🥰💯

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword