0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

ციტრულინი

ციტრულინი

 250

L- ციტრულინი არის პირობითად შეუცვლელი ამინომჟავა, რომლის გამომუშავებაც ორგანიზმს არ შეუძლია დიდი დატვირთვის პირობებში, შესაბამისად საჭიროა მისი დანამატის სახით მიღება. ბუნებრივი სახით ციტრულინი დიდი რაოდენობით გვხვდება საზამთროში, კიტრში, გოგრაში. ციტრულინ მალატი არის L-ციტრულინისა და ვაშლის მჟავის კომბინაცია; ვაშლის მჟავა ორგანული მჟავაა, რომელიც გვხვდება ხილში, ხოლო L-ციტრულინი შედის L-არგინინისა და L-ორნითინის შემადგენლობაში.

ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს შარდოვანი ციკლის ფუნქციონირებაში, კერძოდ ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან, როგორიცაა მაგალითად ამიაკი. ციტრულინი ასევე აფართოებს სისხლძარღვებს, ორგანიზმს მიეწოდება მეტი ჟანგბადი და ამის შედეგად მშრალი კუნთის მასის ზრდის პროცესიც უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

 

CITRULLINE MALATE-ს უპირატესობები:

არ შეიცავს შაქარს;
არ შეიცავს ასპარტამს;
ამცირებს გადაღლილობის შეგრძნებას და უზრუნველყოფს ორგანიზმს მაქსიმალური ენერგიით;
ზრდის ვარჯიშის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას;
არის ადვილად ათვისებადი;
გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი

მიღების წესი: გახსენით 1/2 კოვზი (3 გ.) 200 მლ. წყალში, მიიღეთ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე. არ გადააჭარბოთ მოცემულ დოზირებას.

 

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ციტრულინი”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Select your currency

Enter your keyword