0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

ამინომჟავა

ამინომჟავა

 150

ამინომჟავები – ეს არის ორგანული ნაერთი, წარმოადგენს საშენ მასალას ცილებისა და კუნთის ქსოვილებისთვის. ადამიანის ორგანიზმში ამინომჟვები ასრულებენ ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას. ბოდიბილდერებისთვისა და ათლეტებისთვის ყველაზე ფასეულად ითვლება ამინომჟავების შესაძლებლობა აღადგინოს კუნთის ქსოვილები. ისინი შეთვისების მაღალი სიჩქარით და ადვილი შეთვისებადობით ხასიათდებიან, ხურავენ ცილოვან მეტაბოლურ ფანჯარას ვარჯიშის შემდეგ, თავიდან იცილებენ დამანგრეველ კატაბოლურ პროცესებს. ამინომჟავები აგრეთვე წარმოადგენენ კუნთის საშენ მასალას, უზრუნველყოფენ სხეულის მუსკულატურის ზრდას და განვითარებას, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამინომჟავები გახდა სპორტული კვების ძირიადი ელემენტები და დიდი პოპულარობით სარგებლობენ ბოდიბილდინგსა და სპორტის სხვა სახეობებში. ამინომჟვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ორგანიზმში, ახდენენ განწყობის ნორმალიზებას, კონცენტრაციას, არეგულირებენ აგრესიას, ყურადღებას, ძილს, აგრეთვე სექსუალურ აქტივობას. ორგანიზმში მოხვედრისთნავე ცილები იშლება ამინომჟავებად. შემდენ განცალკკევებული ამინომჟვები გამოიყენება ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებად და ფერმენტებად. ამინომჟვები დაყოფილია ორ ჯგუფად: შეცვლადი (Non-essential) და შეუცვლელი (Essential) ამინომჟვები. შეცვლადი ამინომჟვები ეს ის ამინომჟვებია, რომელსაც ორგანიზმი იღებს თავისით სხვადასხვა ცილოვანი საკვებიდან და სხვა ამინომჟვებიდან. შეუცვლელი ამინომჟვები ეს ის ამინომჟვებია, რომლის გამომიშვებაც ორგანიზმს თვითონ დამოუკიდებლად არ შეუძლია. ის მიიღება ცილებით მდიდარი საკვებიდან ან საკვები დანამატებიდან. ასევე არსებობს მესამე ჯგუფი ამინომჟავებისა, რომელიც ბოლო დროს იქნა დამატებული, ეს არის პირობითად შეუცვლელი ამინომჟვები, სადაც შედის ის ამინომჟვები, რომლებიც მცირე რაოდენობით სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ამინომჟავა”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Select your currency

Enter your keyword