0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

პრასის 6 სასარგებლო თვისება

პრასის 6 სასარგებლო თვისება

💁‍♂️პრასის სასარგებლო თვისებები
პრასში დიდი რაოდენობითაა კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის, გოგირდის, მაგნიუმის მარილები. შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის გოგირდი, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები: ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავები, ტიამინი, რიბოფლავინი, კაროტინი.✨

💁‍♂️პრასის სამკურნალო მოქმედება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის მიღებას ურჩევდნენ პოდაგრით, რევმატიზმით, სურავანდით დაავადებულ ადამიანებს, ასევე, კენჭოვანი დაავადებების, გაცხიმოვნების, ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლის დროს.✨

💁‍♂️კალიუმის მარილების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით მცენარე შარდმდენია.✅ის დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს, ამიტომ ძალზე ეფექტურია გასახდომი დიეტების დროს.✨
💁‍♂️ პრასი წმენდს სისხლს, არეგულირებს ჰემოგლობინის დონეს. აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ებრძვის ცხვირხახის დაავადებებს.✨

💁‍♂️პრასის მიღება არარეკომენდებულია👇🏻👇🏻 ⚜️ცოცხალი პრასის მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს.

ხალხური მედიცინა პრასის წვენსა და მისი ფოთლების ნახარშს შარდკენჭოვანი დაავადებების დროს იყენებს. ამავე დროს, მისი მიღება არარეკომენდებულია ოქსალატური კენჭების დროს.✅

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword