0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

♨️კახური ზეთის სასარგებლო თვისებები👇

♨️კახური ზეთის სასარგებლო თვისებები👇

✨✨⚜️კახური ზეთი ქართული მზესუმზირის ჯიშისგან მზადდება და რაფინირებული ზეთისგან განსხვავებულია, ბლანტია. 💯✨მისი მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. 💯მათ შორის, დაწნეხვის მეთოდი. 💯✨80 გრადუსზე გამთბარი მზესუმზირისგან, წნეხური დაწოლის მეთოდით ხდება ზეთის გამოწურვა და ორი კვირის მანძილზე ათავსებენ უჟანგავ ჭურჭელში.💯✨

⚜️✨კახური ზეთი, სწორედ, ამ პრინციპით იქმნება. 💯✨ის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნითიერებებისგან შედგება ✨, აქვს სასიამოვნო არომატი და სპეციფიური გემო,✨რაც დიდი რაოდენობით ფენოლების შემცველობას უნდა მივაწეროთ. 💯✨ამ ნივთიერების მეშვეობით, პროდუქტი ყველა იმ თვისებას ინარჩუნებს, რომელიც მზესუმზირას თესლს აქვს. 💯✨მზესუმზირის ზეთი მდიდარია A, ✨B, ✨D ✨და E ✨ვიტამინებით. 💯საქართველოში მზესუმზირის ზეთი ყველაზე გავრცელებული მცენარეული ზეთია,რომელიც ფართოდ გამოიყენება სამზარეულოში სხვადასხვა საჭმლის მოსამზადებლად. 💯ძირითადად, სალათებში და ცოცხალი პროდუქტების მომზადებისას გამოიყენებენ. 💯✨ასევე, რესტორნებში სტარტერისას კახურ ზეთს კახურ პურთან ერთად შემოგთავაზებენ, რაც კიდევ უფრო აღძრავს ჭამის მადას. ☺️💯

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword