0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

5 ნიშანი იმისა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას საკმარის დროს არ უთმობთ

5 ნიშანი იმისა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას საკმარის დროს არ უთმობთ

⚜️თავის მოვლა ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია. 💯✨ორგანიზმს მუდმივი ყურადღება, რეჟიმში ყოფნა სჭირდება, რათა პროდუქტიულად იფუნქციონიროს. 💯✨ბევრი ჩვენგანი უგულებელყოფს თავის საჭიროებებს და დროს ყოველდღიურ საზრუნავს უთმობს, როგორებიცაა: სამსახური, ✨ოჯახი ✨და სხვა. 💯✨ხშირად გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ამ რუტინის ყოველდღიურად და ნაყოფიერად შესრულებისთვის საკმარისი ენერგია გვჭირდება და თუ ჯანმრთელები არ ვიქნებით, ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ, დავსუსტდებით და შეიძლება სერიოზული პრობლემაც შეგვექმნას, რასაც უკვე ექიმის გარეშე ვეღარ მოვაგვარებთ. 💯✨

⚜️თანამედროვე ეპოქამ დრო თითქოს შეამცირა და დღეს ადამიანებს სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნისთვის. 💯✨ეს ტკივილი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, ამიტომ სტატიას მივუძღვნით იმ ნიშნებს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს.💯✨

✨1.სახე

💁‍♀️პირველი წერტილი, სადაც დაღლილობა და სტრესი აღინიშნება, არის სახე. 💯✨დღის განმავლობაში რამდენიმეწუთიანმა პროცედურებმაც კი შეიძლება ეს პრობლემა აღმოფხვრას, მაგრამ ზოგჯერ ამ რამდენიმე წუთსაც არ ვუთმობთ თავს ან გვგონია, რომ ეს არ არის აუცილებელი. 💯✨
💁‍♀️სინამდვილეში, როგორი დაკავებულებიც არ უნდა ვიყოთ ყველას გვაქვს საშუალება, 20-30 წუთი მაინც დავუთმოთ საკუთარ თავს დღეში. 💯✨მაგალითად, გაიკეთეთ 10-წუთიანი ნიღაბი ძილის წინ ან მიიღეთ კონტრასტული შხაპი, რომელიც არა მარტო სახის კანისთვის, არამედ ზოგადად სხეულისთვისაც ძალიან სასარგებლოა და ჯანმრთელობისთვისაც💯✨

✨2. ხშირად „ცივდებით”👇👇

💁‍♀️თუ ყოველ მეორე კვირას ლიმონიანი ჩაი გიდგათ საწოლთან და ამბობთ: „ისევ გავცივდი”, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქარმა დაგიბერათ ან ცივი წყალი დალიეთ. 💯✨ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი იმუნური სისტემაა დაქვეითებული, რაც სათანადო ძილისა და კვების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს. 💯✨იმუნური სისტემის დასუსტება ინფექციების, გაციების, გრიპის და სხვა იმუნური პრობლემების მიმართ დაუცველს გხდით. 💯✨თუ ატყობთ, რომ თქვენი იმუნიტეტი დასუსტებულია, უნდა მიიღოთ საკმარისი D ვიტამინი, თუთიის შემცველი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ. 💯✨აქვე გაითვალისწინეთ, რომ ნაკლებად უნდა მოიხმაროთ ალკოჰოლი და თამბაქო.💯✨

✨3. გაღიზიანება👇👇

💁‍♀️ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი პატარა ბავშვივით არის. 💯✨რა ხდება, როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარის ყურადღებას მშობლისგან? ის იწყებს მოქმედებას, რათა მიიქციოს ყურადღება. 💯✨ანალოგიურად, საკუთარი თავის მოვლის ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის გაღიზიანებას. 💯✨თუ ხართ გაღიზიანებული და ვერ იგებთ, რატომ, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, ის აუცილებლად მოგცემთ ნიშანს, რომ მიხვდეთ, რა უნდა გააკეთოთ. 💯✨

✨4.სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომი👇👇

💁‍♀️თავბრუსხვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, თავის ხშირი ტკივილები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა, გაბრუებულობის შეგრძნება – ეს იმ სიმპტომთა ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება ხშირად გვაწუხებდეს და ყურადღებას არ ვაქცევდეთ. 💯✨თუ ათასში ერთხელ აგტკივდათ თავი ან დაგეხვათ თავბრუ, ეს მართლაც შეიძლება კონკრეტული დღის აქტივობით იყოს გამოწვეული, მაგრამ თუ სიმპტომები პერიოდულად მეორდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც მიმართვას გაგიკეთებთ. 💯✨შეგიძლიათ ბევრი ფიზიკური დრო არც დახარჯოთ ამაზე. 💯✨გამოიყენეთ აპლიკაცია „ექიმო” და ონლაინ გაესაუბრეთ ოჯახის ექიმს თქვენი სიმპტომების შესახებ.💯✨

✨5.დეპრესია👇👇

💁‍♀️დეპრესიის ნიშნებია მოტივაციის ნაკლებობა, ✨გაღიზიანების მომატება, ✨აქტივობებისადმი უინტერესობა, ✨ძილის დარღვევა და მრისხანების გახშირება. 💯✨თუ შეამჩნიეთ, რომ სულ უფრო შორს მიდიხართ ამ სიმპტომებით, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, თუმცა იმისთვის, რომ შორს არ წახვიდეთ, პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე იქონიეთ რეაგირება. 💯✨

💁‍♀️დაუკვირდით, რა გაღიზიანებთ და რა განიჭებთ სიამოვნებას. 💯✨დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხშირად ისაა, რომ არ ვფიქრობთ, რა გვინდა, არ ვუსმენთ საკუთარ თავს და არც კითხვებს ვსვამთ. 💯✨გამოყავით დრო ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა დილით სირბილი, იოგით დაკავება და მასაჟი, ესაუბრეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. 💯✨ემოციების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა დეპრესიის პირველადი სიმპტომების შესაჩერებლად.💯✨

💁‍♀️თქვენ ალბათ ხშირად წერთ საყიდლების, შესასრულებელი სამუშაოს სიას ან თქვენი შვილების განრიგს ფურცელზე, შეადგინეთ თავის მოვლის გეგმაც და შეიტანეთ ის თქვენს ყოველდღიურობაში, რადგან ეს დაგეხმარებათ იპოვოთ წონასწორობა და სრულფასოვნად გაატაროთ თქვენი ცხოვრება, დრო კი ბევრად უფრო სახალისო და სასიამოვნო აქტივობებისთვის მოიტოვოთ, ვიდრე ექიმებში სიარული და წამლების კურსის გავლაა.💯✨

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword